ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის
“განათლება რეინტეგრაციისთვის – გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად” ფარგლებში ყოფილი მსჯავრდებულებისა და პრობაციონერებისათვის მატერიალური ფასეულობების გადაცემის ცერემონია გაიმართა. საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ცენტრმა “აფხაზეთი” და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა ღონისძიებაზე პროექტის 25-მდე ბენეფიციარს ეკონომიკური საქმიანობის დასაწყებად ან განსავითარებლად სხვადასხვა საშუალებები – მანქანა-დანადგარები, ხელსაწყოები, სამუშაო იარაღები და ინვენტარი, წარმოების საშუალებები და სხვა – გადასცეს. თითოეული ბენეფიციარისათვის გადაცემული მატერიალური ფასეულობის ღირებულება 400, 1200 და 3000
ევროს შეადგენს.
პროექტის მიზანია კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა სამთავრობო ორგანიზაციებს, ბიზნეს კომპანიებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გზით.
პროექტში შიდა ქართლის და იმერეთის რეგიონიდან 50-მდე ყოფილი მსჯავრდებული და პრობაციონერი იყო ჩართული. თითოეული მონაწილე დაესწრო ოთხდღიან ტრენინგს თემაზე “ეფექტური სოციალური და სამუშაოს მოძიების უნარები”. გარდა ამისა, მონაწილეთა ნაწილმაგაიარა ორთვიანი ხელობის გადამზადების კურსი და ბიზნესის დასაწყებად მიიღო 400 ევროს მოცულობის ფინანსური მხარდაჭერა, ხოლო ბენეფიციართა ნაწილმა გაიარა ბიზნეს ტრენინგი და შესაძლებლობა ჰქონდა მიეღო 1200 და 3000 ევროს მოცულობის გრანტი ბიზნესის დასაწყებად ან განსავითარებლად.
პროექტი – “განათლება რეინტეგრაციისათვის – გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად” – შიდა ქართლის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, კახეთის რეგიონში და ქ. თბილისში
ხორციელდება.