ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძემ მადლიერების სახლში ბენეფიციარ ბავშვებთან ერთად ნაძვის ხის სათამაშოების დამზადებაში მიიღო მონაწილეობა.
ნინო თვალთვაძის განცხადებით, 31 დეკემბერს, ნებისმიერ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა მივიდეს მადლიერების სახლში და მონაწილეობა მიიღოს დაგეგმილ ღონისძიებებში.
“ქალაქის მერთან ერთად ახალ წელს მადლიერების სახლში შევხვდებით. ბენეფიციარებთან ერთად ჩავერთვებით ყველა იმ ღონისძიებაში, რომელიც დაგეგმილია. ნებისმიერ მოქალაქეს და ორგანიზაციას, ვისაც სურვილი აქვს, ახალი წლის საღამო გაულამაზოს იმ ადამიანებს, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ, შეუძლიათ, ჩვენთან ერთად მადლიერების სახლში შეხვდნენ ახალ წელს,”-განაცხადა ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ.
ყველა ბენეფიციარსა და სოციალურად დაუცველ ადამიანს საშუალება ექნება ადგილზე მივიდეს და ტანსაცმელი სახლში წაიღოს.
ღონისძიება 31 დეკემბერს, 20:30 საათზე დაიწყება.