ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, მდინარე ოღასკურას
გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობს. მდინარე უხვი ნალექის დროს დიდდება, კალაპოტიდან გადმოდის რაც პრობლემას უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას.მდინარის კალაპოტი დაბინძურებულია არაა მარტო ავტოქარხნის დასახლებაში. საყოფაცხოვრებო ნარჩენებით მთელი კალაპოტია სავსე.
მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ იმერეთის მხარის ვიცე გუბერნატორ გრიგოლ დალაქიშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ავტოქარხნის დასახლებაში მდინარე ოღასკურის გაწმენდით სამუშაოები დაათვალიერა.
მერის განცხადებით, ოღასკურის კალაპოტის წმენდა ადგილობრივი ძალებით ხორციელდება თუმცა, იგეგმება მდინარის კალაპოტის სრული წმენდა, რისთვისაც პროექტი მზადდება და მდინარე ოღასკურას მთელი კალაპოტი გაიწმინდება.
,,მდინარე ოღასკურამ რამდენიმე თვის წინ ადიდების შედეგად სერიოზული ზარალი მიაყენა ადგილობრივ მოსახლეობას. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდეს. საჭიროა მდინარის კალაპოტის სრული წმენდა რომლისთვისაც პროექტი მზადდება და კალაპოტის სრული გაწმენდის შემდეგ ადიდებული ოღასკურა მოსახლეობას პრობლემებს აღარ შეუქმნის,”-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.