ქუთაისში მცხოვრებ 85 წლის ქალბატონს საჩუქრად სამედიცინო ეტლი გადაეცა.
ზამირა ფუტკარაძე ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი შენგელიამ და ქალაქის ვიცე-მერმა გიორგი იობაშვილმა დაასაჩუქრეს.
“გამარჯვების მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლების ყველა გამოწვევა კარგად ვიცი. მიხარია, რომ დღეს ერთ მცირე გამოწვევას ვუპასუხეთ – ზამირა ფუტკარაძეს ეტლი გადავეცით. ამ ერთი პატარა საკითხის მოგვარებით გადაიჭრა ქალბატონი ზამირას გადაადგილების პრობლემა,” -განაცხადა ირაკლია შენგელიამ.
ქალბატონს, რომელსაც მოძრაობა სრულად აქვს შეზღუდული, პოლიართრიტის დიაგნოზი დაუსვეს.