ქუთაისში, რეაბილიტირებულ უბანში ახალი ნაძვის ხე დაიდგმება.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
მათივე თქმით, ახალი ნაძვის ხის განთავსებისათვის მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია და რამდენიმე დღეში დასრულდება.
ახალი ნაძვის ხის სიმაღლე 7 მეტრი იქნება.
რეაბილიტირებულ უბანში წლების განმავლობაში ვერცხლისფერი ნაძვის ხე იდგა.