ქუთაისში, ტაბიძის ქუჩაზე მდებარე მემორიალური დაფა დაზიანებულია.

პუბლიცისტ ტრიფონ ჯაფარიძის მემორიალურ დაფაზე დატანილი წარწერებიდან ანბანის ასოების ნაწილი დაკარგულია.

ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ მსგავს შემთხვევებში ქალაქის მერის სახელზე წერილობითი მიმართვა უნდა დაიწეროს. აღნიშნული მიმართვის ავტორი კი მემორიალზე დატანილი პიროვნების ოჯახის წევრი ან ნათესავი უნდა იყოს. მათივე თქმით, წერილის მიღების შემდეგ შესაბამისი უწყება მოკვლევას ჩაატარებს, “პატივგების” კომისია კი პრობლემის მოგვარების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

პუბლიცისტი ტრიფონ ჯაფარიძე ქუთაისის საისტორიო საზოგადოებისა და მუზეუმის დამაარსებელი და პირველი დირექტორი იყო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *