სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის ქუთაისში მიუზიკლის “საშობაო ამბავის” ჩვენება მოეწყობა.

 

ღონისძიებას ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი ოპერის თეატრში ქუთაისის მერიის მხარდაჭერით მართავს.

ახალგაზრდული ცენტრის დირექტორის ნატალი პატარიძის თქმით, აღნიშნულ პროექტს მომღერალი ნუკრი კაპანაძე უერთდება.

“ნუკრი კაპანაძესთან ერთად ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი პროექტს პირველად აკეთებს. ვფიქრობ, ორიგინალური სცენარით ნებისმიერ მსურველს შევუქმნით საშობაო განწყობას. დასწრება უფასოა. მინდა, მადლობა გადავუხადო ქუთაიის მერიას მხარდაჭერისთვის,”-განაცხადა ნატალი პატარიძემ.

მიუზიკლის ჩვენება 8 იანვარს, 16:00 საათზე გაიმართება.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *