ქუთაისში აკადემიკოს არჩილ კოსტავას მემორიალური დაფა ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ გახსნა.
ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე ნიკა ლატარია, ვიცე მერი გიორგი იობაშვილი, იმერეთის გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები და საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ.
არჩილ კოსტავა სამეცნიერო სფეროში მოღვაწეობდა და მას წლების განმავლობაში ქუთაისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის რექტორის თანამდებობა ეკავა.