ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მონიტორინგი განხორციელდა.
სოფელ საქარიქედში უკვე დასრულდა 2 200 მეტრი სიგრძის გზის რეაბილიტაცია, რომლის ღირებულება 178 800 ლარს შეადგენს.
სოფელ კიცხში ამორტიზებული გზის შეკეთების პროცესი მიმდინარეობს, ლახუნდარაში კი ეკლესიასთან მისასვლელი 2 350 მეტრი სიგრძის გზის რეაბილიტაცია ხორციელდება. პროექტები ცენტრალური ბიუჯეტიდან 500 000 – ზე მეტი ლარით დაფინანსდა.
აკადემიკოს ევგენი ხარაძის 110 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მის სახლ – მუზეუმამდე მისასვლელი გზა რეაბილიტირდა. ასევე, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, უახლოეს მომავალში აკადემიკოსის სახლ – მუზეუმის რეაბილიტაციაც იგეგმება.
შესრულებული სამუშაოები იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, პირველმა მოადგილემ გრიგოლ დალაქიშვილმა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ დაათვალიერეს.