ქუთაისში აშშ-ს საელჩოს მიერ გამოცხადებული დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა.

საგრანტო კონკურსი სამოქალაქო ჩართულობის, ანგარიშვალდებული და პასუხისმგებლიანი მმართველობის, ეკონომიკური ზრდის, დამოუკიდებელი მედიისა და კანონის უზენაესობის სფეროების განვითარებას უჭერს მხარს.

აღნიშნული ინიციატივების გათვალისწინებით, პროექტში მონაწილეობის მიღება არასამთავრობო, არაკომერციულ, საგანმანათლებლო და მედია ორგანიზაციებს შეუძლიათ.

ამერიკის საელჩოს გრანტების პროგრამის მენეჯერის სოფო ბზიშვილის თქმით, ყველა საპროექტო წინადადება ადგილობრივ საჭიროებებსა და სამიზნე ჯგუფებს უნდა მოერგოს.

“გვაქვს სპეციალური საგრანტო განაცხადი, რომელიც მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ. ამის შემდეგ, ფინალურ ეტაპზე გადასული განაცხადები ვაშინგტონში გამარჯვებულის გამოსავლენად იგზავნება,”-განაცხადა ბზიშვილმა.

აღნიშნულ პროგრამაში განაცხადების მიღების ბოლო ვადა 31 იანვარია. მსურველებმა საპროექტო განაცხადი საქართველოში ამერიკის საელჩოს ოფისში უნდა წარადგინონ ან ოფიციალურ მეილზე გაგზავნონ.

https://ge.usembassy.gov/education-culture/grant-programs/democracy-commission-grant-program/

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *