ქუთაისში ახალი წლისთვის მზადება უკვე დაიწყო.
ქალაქში საახალწლო განათება ეწყობა. რადიო “ძველი ქალაქი” გთავაზობთ საახალწლო ღონისძიებების ჩამონათვალს.
ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ, სავარაუდოდ, ღონისძიებები 25 დეკემბრიდან დაიწყება და 13 იანვრამდე გაგრძელდება.
ქუთაისში საახალწლოდ შემდეგი ღონისძიებები იგეგმება: ქალაქის მთავარი ნაძვის ხის განათება; წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოება; საახალწლო ბაზრობა; საბავშვო ატრაქციონები; თოჯინების სახლის წარმოდგება ბავშვებისათვის; სკეიტბორდისტების საახალწლო გამოსვლა; საახალწლო ზღაპრული ქალაქის გახსნა; ფოტოზონის მოწყობა; საახალწლო გალა-კონცერტი; საახალწლო ფოიერვერკი; ნახატების გამოფენა; ნიღბების თეატრის წარმოდგენა; საახალწლო კინოთეატრის გახსნა; საახალწლო საჩვენებელი წარმოდგენა ბავშვებისათვის; “კრეატიული ნაძვის ხეების კონკურსი; დაჯილდოება კონკურსი “კრეატიული ნაძვის ხე”; საშობაო მსვლელობა “ალილო”; კლასიკური მუსიკის საღამო; სპექტაკლი ოპერისა და ბალეტის თეატრში.
ქუთაისის მერიაში ღონისძიებების ჩატარების ადგილისა და თარიღის დაზუსტება მიმდინარეობს. ღონისძიებათა ზუსტ განრიგს რადიო “ძველი ქალაქი” მოგვიანებით შემოგთავაზებთ.