10 დეკემბერს ჭიათურის მუნიციაპილეტეტში
მერიის და ორგანიზაცია “ქართული ბრენდი – მარიგოლდის” ორგანიზებით ფორუმი “მთის განვითარება,შობადობა და ქორწინების წახალისება” გაიმართა.
მოდელებმა და ჟურნალისტებმა საქორწილო კაბებით, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე ღია პოდიუმი მოაწყვეს.ღონისძებამ ჭიათურის უძველეს თეატრში გადაინაცვლა. თეატრის სცენაზე ჭიათურის მერმა პაატა ნადირაძემ, ჭიათურის მაჟორიტარმა დეპუტატმა სულხან მახათაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ინა ასანიძემ, კომპანია “მარიგოლდის” თავმჯდომარემ თამარ ნადირაძემ და იურისტთა უმაღლესი სკოლის ხელმძღვანელმა ირმა კახიძემ 3 ხანზამულ და 3 ახლად დაქორწინებულ პირს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
ქართული ბრენდის ხელმძღვანელმა თამარ ნადირაძემ და ჭიათურელმა ბიზნესმენმა ნანა ნოზაძემ ქველმოქმედების მიზნით, ჭიათურის რიტუარების სახლს 70 საქორწილო კაბა საჩუქრად გადასცეს. მათი გადაწყვეტილებით, იმ ოჯახების გოგონებს, ვინც
მაისამდე დაქორწინებას გადაწყვეტს, კაბები საჩუქრად გადაეცემათ.