საზოგადოებრივი მაუწყებილის იმერეთის ბიუროს ოპერატორის
სოფო ბობოხიძის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. 27 წლის ოპერატორი ზუსტად ერთი წლის წინ საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
სოფო ბობოხიძის საფლავთან დღეს ოჯახის წევრები, მეგობრები და კოლეგები შეიკრიბებიან.
ექსპერტიზის ბიუროს ცნობით, მისი გარდაცვალების მიზეზი, ბუნებრივი აირით ინტოქსიკაცია აღმოჩნდა.
სოფო ბობოხიძე საზოგადოებრივ მაუწყებელზე 2013 წლიდან მუშაობდა. ოპერატორობასთან ერთად, სოფო ბობოხიძე ფოტოგრაფიც იყო.
ქუთაისის მეხუთე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დვალის განცხადებით, ქუთაისში წელიწადში ერთხელ, სიცოცხლის გადარჩენის ღონისძიება გაიმართება, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორის, სოფო ბობოხიძის სახელობის იქნება.
ქალაქში ფოტოხელოვანისა და ოპერატორის, სოფო ბობოხიძის, სახელობის ბიბლიოთეკაც გაიხსნა, რომელიც ახალგაზრდულ ცენტრში ფუნქციონირებს.