ქუთაისში, ტყიბულის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის გაწმენდა მიმდინარეობს.

ადგილზე სამუშაოები მძიმე ტექნიკის გამოყენებით დღეს დაიწყო.

მიმდინარე სამუშაოები ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მოინახულა.

,,ამ პრობლემის შესახებ მოსახლეობა წინასაარჩევნო პერიოდში ხშირად მოგვმართავდა. მე მათ დავპირდი, რომ პრობლემას მალევე მოვაგვარებდით. ამ წუთებში ადგილზე მძიმე ტექნიკა მუშაობს და სანიაღვრე ქსელი იწმინდება. სამუშაოს დასრულების შემდეგ, უხვი ნალექის გამო ქუჩები აღარ დაიტბორება და პრობლემაც მოგვარდება,”-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

წვიმის დროს ტყიბულის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელი წყლით ივსებოდა და ქუჩები იტბორებოდა, რაც, ამასთანავე, თავდადებულის, განათლებისა და თომაშვილის ქუჩის მოსახლეობას გადაადგილების პრობლემას უქმნიდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *