“გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე”
ნაციონალურმა სისხლის ბანკმა წერეთლის უნივერსიტეტში სისხლის დონაციის აქცია მოაწყო.
აქციის ფარგლებში, სტუდენტებმა, საკუთარი სურვილის მიხედვით, უცნობი ადამიანების დასახმარებლად სისხლი გაიღეს.
ნაციონალური სისხლის ბანკის წარმომადგენელი, ლიკა მიქაია განმარტავს, რომ თითოეული მსურველი, აქციის ფარგლებში, 350 მილიგრამ სისხლს გასცემს. მისივე თქმით, ექიმები აქციის მონაწილის ჯანმრთელობას, ჰემოგლობინის მაჩვენებელსა და სხვა საჭირო მონაცემებს ამოწმებენ.
“დღევანდელი საქველმოქმედო აქცია ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას ემსახურება. თითოეული ადამიანი გაღებული სისხლით სამ ადამიანს ეხმარება,”-განაცხადა ლიკა მიქაიამ.
აქციაში მონაწილეობა 10-მდე სტუდენტმა უკვე მიიღო.
“დონაციის აქციაში პირველად ვიღებ მონაწილეობას. ვფიქრობ, ყველა სტუდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ჩვენი გაღებული სისხლით იმ ადამიანებს ვეხმარებით, ვისაც ეს ძალიან სჭირდება,”-განაცხადა სტუდენტმა ანა ბანძავამ.
სისხლის ბანკი აქციის შედეგად შეგროვებულ სისხლს სხვადასხვა საავადმყოფოში საჭიროების მიხედვით გზავნის.
წერეთლის უნივერსიტეტში სისხლის დონაციის აქცია რამდენიმე წელია იმართება.