ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16 დღიან კამპანიას უერთდება.

 

კამპანიის ფარგლებში, დისკუსია “კაცები ზრუნავენ” გაიმართა. შეხვედრა მიზნად გენდერული თანასწორობის, მზრუნველობის გაცნობას, ჯანსაღი გარემოს შექმნასა და ქალსა და მამაკაცს შორის პასუხისმგებლობის განაწილებას ისახავს მიზნად.

გენდერული კუთხით არსებულ სტერეოტიპებსა და კლიშეებზე მოხსენება სამოქალაქო აქტივისტმა აკაკი საღინაძემ წაიკითხა.

“საკითხზე მუშაობის სურვილი გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის გაცნობის შემდეგ გაგვიჩნდა. კვლევამ აჩვენა, რომ გენდერული საკითხების მოგვარებაში მამაკაცები არ ერთვებიან. გარკვეულ შემთხვევებში ისინი აღიარებენ და უშვებენ ძალადობას. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მამაკაცის როლი გამოვკვეთოთ ამ აქტივობაში,”-განაცხადა აკაკი საღინაძემ.

დისკუსიას არასამთავრობო სექტორის, მედიის წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს თემა იყოს გაშლილი, რადგან დამსწრე საზოგადოებამ მეტი უნდა იცოდეს მზრუნველობის, გენდერული თანასწორობის, ჯანსაღი გარემოს შექმნისა და პასუხისმგებლობის განაწილების შესახებ,”-განაცხადა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორის მოადგილემ ქეთევან ბიბილეიშვილმა.

გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისმა კვლევა 2013 წელს ჩაატარა. კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში გენდერული როლები არათანაბრადაა გადანაწილებული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *