ქუთაისის ბაღებში სამჯერად კვებას
ე.წ. წახემსება დაემატება,- ამის შესახებ ქუთაისის მერიის ა(ა)იპ ბაგა-ბაღების გაერთიანების ახალმა ხელმძღვანელმა დავით წიტაიშვილმა რადიო “ძველი ქალაქის” გადაცემაში “მთელი დღე” სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, ბავშვებისათვის პირველ რიგში საჭიროა სწორი და ჯანსაღი კვება.
“ამიტომ, სამჯერად კვებას ემატება ე.წ. წახემსება, რომელიც 12 საათზე იქნება ბავშვებისათვის. ეს არის ბოსტნეულის ან ხილის დამატება ბავშვებისათვის. ამასთან დაკავშირებით ჩვენს ბიუჯეტს ალბათ თანხებს დავამატებთ. 4 დღეა რაც დირექტორი ვარ და ეს დღეები ამ საკითხებზე მუშაობას მოვახმარეთ, რადგან ვართ ფორსმაჟორულ სიტუაციაში. უნდა გამოცხადდეს ტენდერები, რათა 2018 წელს ბავშვების კვების სისტემა იყოს გამართული”, – განაცხადა დავით წიტაიშვილმა.