ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კარიერის დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართა.
პროექტის ფარგლებში სტუდენტები პოტენციურ დამსაქმებლებს შეხვდნენ.
საბანკო სექტორის, კერძო კომპანიებისა და ადგილობრივი მედია საშუალებების წარმომადგენლებმა სტუდენტებს ვაკანტური ადგილებისა და დასაქმებისათვის საჭირო მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
ღონისძიება ჩეხეთის მთავრობის დაფინანსებით მოეწყო.
“სტუდენტები უშუალოდ ეცნობიან დამსაქმებელს. იღებენ დამატებით ინფორმაციას, თუ როგორ დაწერონ სამოტივაციო წერილი და როგორ დასაქმდნენ მათთვის სასურველ პოზიციაზე,”-განაცხადა უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის უფროსმა დავით გეგეჭკორმა.
კარიერის დღე წერეთლის უნივერსიტეტში მესამე წელია იმართება.