გოეთეს საერთაშორისო საზოგადოების თბილისის განყოფილების პრეზიდენტმა მანანა პაიჭაძემ
აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის საჯარო ლექცია გამართა.
მანანა პაიჭაძემ ჰაინრიხ ბიოლის შემოქმედებაზე და მისი საქართველოში სტუმრობის პერიოდზე ისაუბრა.
საჯარო ლექციას უნივერსიტეტის გერმანული ფილოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლები და დაინტერესებული პირებიც ესწრებოდნენ.
“დღევანდელი ლექცია ძალიან საინტერესო იყო. მანანა პაიჭაძემ სრულიად განსხვავებული კუთხით წარმოგვიდგინა უდიდესი მწერლის შემოქმედება. საუბარი იყო არა მხოლოდ ბიოგრაფიულ ფაქტებსა და მონაცემებზე, არამედ ბიოლის საქართველოსთან კავშირზე. ეს მასალები არც ერთ ნაბეჭდ გამოცემაში მოიპოვება,”-განაცხადა გერმანული ფილოლოგიის დეპარტამენტის პროფესორმა ელისო ქორიძემ.
ღონისძიება ჰაინრიხ ბიოლის 100 წლის იუბილეს ფარგლებში გაიმართა.