სასამართლომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფშკვითში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დღეს მიიღო.
ბრალდებულის ადვოკატის ირაკლი შენგელიას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს. მისივე განმარტებით, ბრალდებულმა არ იცოდა, თუ თანაკლასელი არასრულწლოვანი იყო.
აღნიშნულ საქმეს მოსამართლე ციცინო მოსიძე განიხილავს.
შეგახსენებთ, რომ სოფელ ოფშკვითში თანაკლასელებს შორის დაწყებული სიტყვიერი შელაპარაკება მკვლელობით დასრულდა. გარდაცვლილს ერთი ჭრილობა გულმკერდის არეში დანით ჰქონდა მიყენებული.