თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი დაფნის გადამამუშავებელი საწარმო – შპს “ქართული დაფნა”

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრისა და იმერეთის გუბერნატორის მოადგილეებმა გიორგი ჩხეიძემ და იოსებ ხახალეიშვილმა მოინახულეს.

საწარმოს შექმნას ფინანსური მხარდაჭერა “სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი ახალი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის” ფარგლებში განხორცილედა.

განხორციელებული ინვესტიციის რაოდენობა 597 482 აშშ დოლარს შეადგენს, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება 239 000 აშშ დოლარია.

კომპანია წელიწადში 236 ტონა სხვადასხვა ხარისხის დაფნის ფოთოლს აწარმოებს, რისთვისაც მხოლოდ ადგილობრივ ნედლეულს იყენებს. პროდუქციის რეალიზაცია მთლიანად საექსპორტო ბაზრებზე ხორციელდება. საწარმოში 53 ადამიანია დასაქმებული.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *