საქართველოში იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ 150,000-ე კონსულტაციის
წარმატებით გაწევა აღინიშნა. საქართველოს პარლამენტი თავჯდომარემ ირაკლი კობახიძემ , ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა მელიტონ ბენიძემ, დღეს ქუთაისში გამართულ ცერემონიაზე იურიდიული დახმარების სამსახურის 10 წლის იუბილე აღნიშნეს. მათ უფასო იურიდიული დახმარების რიგით 150 000-ე მიმღებს, დავით ჯანჯღავას, ეს ფაქტი მიულოცეს.
დავით ჯანჯღავამ იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ოფისში აფხაზეთიდან დევნილის სტატუსის მისაღებად იურიდიული დახმარება მიიღო.
“იურიდიული დახმარების სამსახურმა მე საკუთარ სახლში ყოფნის შეგრძნება დამიბრუნა”- აღნიშნა ჯანჯღავამ.
საქართველოს პარლამენტის თავჯდომარემ, განაცხადა რომ “იურიდიული დახმარების სამსახური ემსახურება უმნიშვნელოვანეს საქმეს, ეს არის ადამიანის უფლებების დაცვა. აქედან გამომდინარე, მას უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს სამართლებრივი სახელმწიფოსა და სამართლის უზენაესობის განმტკიცებაში.
“სამსახურმა გასული 10 წლის განმავლობაში 150 000 ადამიანს გაუწია სამართლებრივი დახმარება, რაც უდაოდ შთამბეჭდავი მაჩვენებელია. სამსახურის შესაძლებლობების განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს. პარლამენტი, რომელსაც ინსტიტუციურად ექვემდებარება იურიდიული დახმარების სამსახური, ყველაფერს გააკეთებს, რათა ხელი შეუწყოს სამსახურის გაძლიერებას. მადლობას ვუხდი ყველა პარტნიორს, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებს, განსაკუთრებით კი ევროკავშირს სამსახურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა ბოლო 10 წლის განმავლობაში იურიდიული დახმარების სამსახურის მიღწევებზე ისაუბრა.
“იურიდიული დახმარების სამსახური დამოუკიდებელი, მაღალპროფესიონალური და კლიენტზე ორიენტირებული ორგანიზაცია გახლავთ, რომელიც საქართველოში მართლმსაჯულებაზე თანაბარ ხელმისაწვდომობასა და ადამიანის უფლებების დაცვას უზრუნველყოფს. იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების ხელმისაწვდომობა იზრდება და დღეისათვის ჩვენ მომსახურების გაწევა ხდება 12 ოფისისა და 7 საკონსულტაციო ცენტრის მეშვეობით მთელს საქართველოში. ჩვენ აგრეთვე ვთავაზობთ კონსულტაციებს ელექტრონულ რეჟიმში ჩვენი ვებ გვერდისა და Fაცებოოკ გვერდის მეშვეობით, აგრეთვე ცხელი ხაზის დახმარებითაც”. მან მადლობა გაგაუხადა საქართველოს მთავრობას იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის დაფინანსებისათვის და ევროკავშირს, იმ მხარდაჭერისათვის, რომელიც ბოლო 10 წლის განმავლობაში იქნა გაწეული ორგანიზაციისათვის.
2007 წლიდან იურიდიული დახმარების სამსახური ეწევა უფასო იურიდიულ კონსულტაციებს, ამზადებს იურიდიულ დოკუმენტებს, ახორციელებს სასამართლო წარმომადგენლობას მაღალ პროფესიონალური ადვოკატების მეშვეობით.