“მაკდონალდსი” ყოველწლიური საქველმოქმედო აქციის
Mc Happy Day-ის ფარგლებში, ქუთაისში არსებულ არასამთავრობო ორგანიზაციას — “ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის” დაეხმარება და მთლიანად უზრუნველყოფს, როგორც ქუთაისის დღის ცენტრში სენსორული ოთახის მოწყობას, ასევე სპეციალისტების გადამზადებას A.B.A პროგრამის მიხედვით.
აქცია 1 ნოემბერს დაიწყო და ერთი თვის განმავლობაში მომხმარებლებს საშუალება ჰქონდათ “მაკდონალდსის” ყველა რესტორანში სპეციალურად ამ აქციისთვის დამზადებული სუვენირები – სტიკერები, გასაღების საკიდები და ჩანთები შეეძინათ და მონაწილეობა მიეღოთ ქველმოქმედებაში.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისში არსებული ცენტრი, იქნება სრულად აღჭურვილი საჭირო ინვენტარით, რაც იმერეთის რეგიონში მცხოვრები აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
“მაკდონალდსი ყოველწლიურად მართავს Mc Happy Day-ს კამპანიას, რომელიც გულისხმობს სხვადსხვა საჭიროების მქონე ბავშვების დახმარებას. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ ბავშვებისთვის გავაუმჯობესოთ გარემო და ხელი შევუწყოთ მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას”- განაცხადა “მაკდონალდსი საქართველოს” დირექტორმა თენგიზ კაპანაძემ.
2016 წელს Mc Happy Day-ის ფარგლებში “მაკდონალდსმა” რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოსთვის ექოსკოპიის აპარატი შეიძინა, 2015-ში კი სოციალურ საწარმო “ქედელთან” თანამშრომლობის შედეგად, კოჯრის შშმ ბავშვთა სახლს მიკროავტობუსი უყიდა, რომელიც ბენეფიციარ ბავშვებს ემსახურება. Mc Happy Day-ის ღონისძიებები ასევე ითვლის დიმიტრი ცინცაძის ფონდის, ლეიკემიით დაავადებული ბავშვების და სხვა ორგანიზაციების დასახმარებლად გამართულ არაერთ საქველმოქმედო აქტივობებს.