ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ერთ-ერთ ვიცე-მერად ნინო თვალთვაძე წარადგინა.
ჭიღვარია განმარტავს, რომ მოადგილეები პროფესიონალიზმისა და სუფთა წარსულის მიხედვით შეირჩნენ.
ნინო თვალთვაძე ქუთაისის მერიაში საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებას გაუწევს კურატორობას.
“დიდი პატივია, ჩავდგე ჩემი ქალაქის სამსახურში. მადლობას ვუხდი ბატონ გიორგის, რომ მან ასეთი შესაძლებლობა მომცა. ვეცდები, ჩემი რესურსი და გამოცდილება ამ ქალაქს მოვახმარო იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს საერთაშორისო ურთიერთობები, ტურიზმის მიმართულება, სოციალური და ჯანდაცვის საკითხები,”-განაცხადა თვალთვაძემ.
ნინო თვალთვაძე არასამთავრობო სექტორში თითქმის 10 წლის განმავლობაში მუშაობდა. ხელმძღვანელობდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალს. 2014 წლიდან ეკავა ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა.