წყალტუბო-ქუთაისის მაგისტრალზე
განათება 25 დეკემბრიდან ჩაირთვება. ინფორმაციას ამის შესახებ წყალტუბოს მერიის პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ინფორმაციით, მაგისტრალზე გარკვეული დროის წინ დაზიანდა გარე განათების სადენი, რომელიც არ ექვემდებარებოდა შეკეთებას.
“გამომდინარე იქედან, რომ 2017 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებული იყო გაცილებით დიდი სიმძლავრისა და ხარისხის გარე განათების ქსელის მოწყობა, იმ ეტაპზე, არამიზნობრივად ჩაითვალა დაზიანებული სადენის შეკეთება. ამჟამად ტენდერში გამარჯვებული კომპანია აქტიურად აწარმოებს სამუშაოებს. პროექტის მიმდინარეობის ტემპისა და მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის მაქსიმალური კონტროლის საფუძველზე, კომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ავტომაგისტრალზე გარე განათების ახალი სისტემა 25 დეკემბრიდან ჩაირთვება”, – წერია განცხადებაში.
წყალტუბოს მერიაში უარყოფენ მაგისტრალის განთებით გარე განათების ქსელის მოწყობას მიმდებარე სოფლებსა და ქალაქის რიგ უბნებში.
“მოგახსენებთ, რომ განხორციელდა არა შეცვლილი სანათების გადატანა, არამედ დაზიანებული ნათურების შეცვლის უწყვეტ რეჟიმში მიმდინარე სისტემატური სახის სამუშაოები. მოხსნილი სანათები კი განთავსებულია ა(ა)ი.პ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრის “” საწყობში”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფრომაციაში.