ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ “ტორპედოს” გამარჯვება მიულოცა.
მურღულიას თქმით, ფეხბურთელებმა გუნდს დაკარგული დიდება დაუბრუნეს.
“ქუთაისის ,,ტორპედო” საქართველოს უმაღლესი საფეხბურთო ლიგის ჩემპიონია. ეს არის უდიდესი ზეიმი არა მხოლოდ სპორტის ქომაგებისთვის, არამედ მთელი ჩვენი ქალაქისთვის, ყველა ჭეშმარიტი ქუთაისელისთვის. გილოცავთ ამ დღეს. პირველ რიგში, ვულოცავ ფეხბურთელებს, მათ შეუძლებელი შეძლეს, თავდაუზოგავი შრომის შედეგად, 15 წლის შემდეგ დიდება დაუბრუნეს გუნდს. სწორედ 15 წლის წინ ვფლობდით ქვეყნის ჩემპიონის ტიტულს, რა დროსაც, როგორც დღეს, ისე მაშინ “ტორპედომ” დინამოს დამარცხება შეძლო. მწამს და მჯერა, ეს შედეგი სტიმული იქნება ,,ტორპედოს” შემდეგი წარმატებების,”-განაცხადა მურღულიამ.
“ტორპედომ” თბილისის “დინამო” ანგარიშით 1:0 დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.