სამტრედიაში საახალწლო განათებების
შესაძენად 27 ათასი ლარი გამოიყო. შესაბამისი ტენდერი SPA170014851 სამტრედიის მუნიციპალიტეტმა 24 ნომებერს გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს
ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 10 დღის ვადაში.
,,მიმწოდებელი” ვალდებულია ,,შემსყიდველს” მოთხოვნიდან, ასევე მიწოდებული საქონლის ხარისხის დაწუნებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში მოახდინოს მისი შეცვლა და საჭიროების შემთხვევაში ახალი საქონლის მიწოდება. ,,მიმწოდებელი” ასევე ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდება საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ქ. სამტრედიაში და მოადხინოს მისი ტრანსპორტირება ,,შემსყიდველი”-ს მიერ მითითებულ მისამართებზე.
მას არ აქვს უფლება შეთანხმების გარეშე მოახდინოს ცვლილება მოსაწოდებელი საქონლის სახეობაში.
მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან ,,მომწოდებელი” ვალდებულია მოწოდებულ საქონელზე წარმოადგინოს მინიმუმ1 თვიანი გარანტია.
სატენდერო წინადადებების მიღება 2 დეკემბერს იწყება და 4 დეკემბერს მთავრდება.