იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ ქუთაისის “ტორპედოს” საქართველოს ეროვნული ლიგის ჩემპიონობა მიულოცა.

 

“ქუთაისის ,,ტორპედოს” ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, გულშემატკივარსა და ზოგადად ყველა ქუთაისელს ვულოცავ ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას. 15 წლის შემდეგ ქუთაისის საფეხბურთო გუნდმა შეძლო და საქართველოს ჩემპიონი გახდა. ეს არის შედეგი შრომისა და საკუთარი საქმის მიმართ სიყვარულის. მიხარია, რომ იმერეთის ეს მეტად მნიშვნელოვანი საფეხბურთო გუნდი ქვეყნის ჩემპიონია. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ფეხბურთელებს და ვპირდები ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათ უკეთესი პირობები შევუქმნათ,”–აღნიშნავს გივი ჭიჭინაძე.

“ტორპედომ” თბილისის “დინამო” ანგარიშით 1:0 დაამარცხა. გამარჯვების მომტანი გოლი 74-ე წუთზე თორნიკე კაპანაძემ გაიტანა. საქართველოს ეროვნული ლიგის ჩემპიონი “ტორპედო” ბოლოს 15 წლის წინ გახდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *