ქუთაისში ახალგაზრდა ფოტოგრაფების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია “ნეოფილების კლუბმა” 10 დამწყები ფოტოგრაფის 30 ნამუშევარი ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში წარმოადგინა.

“ნეოფილების კლუბის” დამფუძნებლი, მაკა კაჭკაჭიშვილი განმარტავს, რომ პროექტის ფარგლებში ის დამწყები ფოტოგრაფები შეირჩნენ, რომელთაც მსგავს გამოფენებში მონაწილეობა არასდროს მიუღიათ.

“ახალგაზრდა ფოტოგრაფებისათვის პირველი გამოფენაა. ჩვენი კლუბის მიზანია, ხელი შევუწყოთ ნიჭიერ ადამიანებს, რათა მოახდინონ საკუთარი თავის რეალიზება. გამოფენას ვორქშოპები და მასტერკლასები უძღოდა,”-განაცხადა კაჭკაჭიშვილმა.

პროექტში მონაწილე ფოტოგრაფის, ოთო ჩახუნაშვილის თქმით, გამოფენამ მონაწილეებს საშუალება მისცა, მათი ნამუშევრები ფართო აუდიტორიას გაეცნო.

“პირველად მომეცა შესაძლებლობა, ნამუშევრები გამომეფინა. ამ დრომდე მხოლოდ ინტერნეტით ვავრცელებდი ჩემს ფოტოებს, ამიტომ “ნეოფილების კლუბის” შემოთავაზებას სიამოვნებით დავთანხმდი,- განაცხადა ჩახუნაშვილმა.

აღნიშნული გამოფენა “კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ-კავკასიური სახლისა” და ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის მხარდაჭერით მოეწყო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *