ქუთაისში, ცენტრალური მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქვეითად მოსიარულეს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც არასრულწლოვანი გზის გადაჭრას ცდილობდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მოზარდი მსუბუქადაა დაშავებული. მათივე თქმით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისმობს, რომელმაც ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.