აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში
მხიარულთა და საზრიანთა შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატი მიმდინარეობს. 22 ნოემბერს გამართულ თამაშში კი მონაწილეობა პოლიტიკოსმა გოგი წულაიამაც მიიღო.
შეგახსენებთ, გოგი წულაიას ოფისი დროებით არ აქვს. მისი თქმით, პარტია “თავისუფალი საქართველო” ოფისს იანვრის შუა რიცხვებიდან კვლავ იქირავებს. მანამდე კი, საჭიროების შემთხვევაში, ქალაქში არსებულ სხვადასხვა საჯარო სივრცეს გამოიყენებს.