ქუთაისში, III ქვეითი ბრიგადის
ტერიტორიაზე, მემორიალი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას იმერეთის გუბრენია ავრცელებს. მემორიალი 1939 წლის 11 მაისს სამხედრო დავალების შესრულებისას რუსეთის ფედერაციის სპეცრაზმთან შეტაკებაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის გმირულად დაღუპულთა ხსოვნისთვის გაკეთდა.
ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი, ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ახლადგახსნილი მემორიალი ყვავილებით შეამკეს.