“შავი პარასკევი” საქართველოში დღეს დილის 10 საათიდან დაიწყო.
ეს არის დღე, როდესაც სხვადასხვა მაღაზია მომხმარებლებს საკმაოდ დიდ ფასდაკლებებს სთავაზობს.
“შავი პარასკევი” – მადლიერების დღის მეორე დღეა აშშ-ში, რომელიც ხშირად მიიჩნევა საშობაო ვაჭრობის დასაწყისად. აშშ-ში მრავალი მაღაზია სხვადასხვა პროდუქციაზე ამ დღეს მასშტაბურ ფასდაკლებებს და აქციებს აწყობს. ამ დღის აღნიშვნა ჯერ კიდევ XIX საუკუნეში იღებს სათავეს, თუმცა ტერმინი “შავი პარასკევი” 1966 წლიდან დამკვიდრდა. ტერმინის სამშობლოა ფილადელფიის შტატი და თავდაპირველად გზებზე დიდი საცობების აღსანიშნავად გამოიყენეს.
“შავი პარასკევი” როგორც წესი, 23-დან 29 ნოემბრამდე შუალედში აღინიშნება.