გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა რადიო “ძველ ქალაქს” იმერეთში, 2016-107 წლებში, უკანონო ტყითსარგებლობის, გადამუშავებისა და ტრანსპორტირების შესახებ გამოვლენილ დარღვევებზე ინფორმაცია მიაწოდა.
დეპარტამენტის ინფორმაციით, 2017 წელს ხე-ტყის უკანონოდ მოპოვება -გადამუშავების 57, უკანონო ტრანსპორტირების 91, ხოლო ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის 90 ფაქტი გამოვლინდა.
რაც შეეხება გასული წლის მონაცემებს, 2016 წელს ხე-ტყის უკანონო მოპოვება-გადამუშავების 59 ფაქტი დაფიქსირდა. ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირებამ 129, ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევამ კი 87 ფაქტი შეადგინა.
ხე-ტყის უკანონო მოპოვება, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულად არის მიჩნეული, 2016-2017 წლებში 47-ჯერ დაფიქსირდა. აღნიშნულ პერიოდში კი ჩამორთმეული სახერხი დანადგარების რაოდენობამ 42-ს მიაღწია.
1019 (მ3)-ით განისაზღვრა უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის მოცულობა იმერეთის მუნიციპალიტეტში. აღნიშნული მაჩვენებელი წლების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა: 911,7 (მ3) 2016 წელს, ხოლო 107,35 (მ3) 2017 წელს.