სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეთსა და სოფელ დაფნარში ხე-ტყის მასალის უკანონოდ ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლინდა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 62,9 კუბური მეტრი ხე-ტყის მასალა სასაქონლო ზედნადების გარეშე გადაიტანეს.
ექსპერტიზის დასკვნით, სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონლის საბაზრო-საორიენტაციო ღირებულებამ ჯამში 39,120 ლარი შეადგინა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 32 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, ჩამოერთვათ საქონელი და სანქციის სახით ფულადი ჯარიმა- თითოეულს ათი ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ.