ქუთაისის მოსწავლე- ახალგაზრდობის პარკში განათება დაზიანებულია.
წარწერა, რომელიც ვიზიტორებს პარკის სახელწოდებას აუწყებს, ნახევრადგანათებულია.
აღნიშნულთან დაკავშირებით საქმის კურსშია პარკის ადმინისტრაცია. ეკატერინე ძაგანია განმარტავს, რომ სააგენტოს წარმომადგენელი, რომელმაც მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის შესასვლელში არსებული წარწერა დაამონტაჟა ამჟამად სხვა ობიექტზეა გასული. მისივე თქმით, ადმინისტრაცია სააგენტოს წარმომადგენელს ეტაპობრივად უკავშირდება და პრობლემა უახლოეს დღეებში მოგვარდება.
ქუთაისში მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკი 1956 წლიდან ფუნქციონირებს, რომელიც წლების წინ პიონერთა პარკის სახელს ატარებდა.