“მას შემდეგ, რაც ბოტანიკურ ბაღში სტუმრობა ფასიანი გახდა ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა,”
– აღნიშნულის შესახებ ქუთაისის ბოტანიკური ბაღის დირექტორმა თემურ ჩეჩელაშვილმა განაცხადა.
როგორც ჩეჩელაშვილი განმარტავს, გასულ წელს ბოტანიკურ ბაღს თვეში 1000 ადამიანი სტუმრობდა. მისივე თქმით, მაისიდან ვიზიტორთა რაოდენობა თვეში საშუალოდ 2000-დან 3000-მდე მერყეობს.
ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში ვიზიტი ფასიანი საკრებულოს გადაწყვეტილებით გახდა. ბაღში სტუმრობის საფასური ერთ ლარს შეადგენს.