პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო პროგრამებში გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის საკითხების არსებობა შეისწავლეს სტუდენტური მოძრაობა-“მწვანე მუშტის” წევრებმა.
მოძრაობის წევრი, ირაკლი კუპრაძე განმარტავს, რომ პარტიების წინასაარჩევნო პროგრამებში გარემოსდაცვითი კუთხით არსებული პრობლემების მოგვარების დაპირებები 2012 წლიდან ჩნდება.
“2012 წლისათვის პარტიების წინასაარჩევნო პროგრამებში გარემოსდაცვითი საკითხები დაპირებათა მთლიანი რაოდენობის 25%-ს შეადგენდა. 2015-2016 წლებში მაჩვენებელი შემცირდა, თუმცა 2017 წელს თითქმის ყველა პოლიტიკური სუბიექტი ეკოლოგიური ლოზუნგებით გამოდიოდა,”-განაცხადა კუპრაძემ.
მოძრაობის მიერ ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით, ირაკლი კუპრაძე აცხადებს, რომ ეკოლოგიის კუთხით საუკეთესო წინასაარჩევნო პროგრამა 2012 წელს “ქართულმა ოცნებამ” წარმოადგინა, თუმცა არც ერთი მათგანი არ შესრულებულა.
“მწვანე მუშტის” წევრი მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ პარტიებში გამწვანებისა და ეკოლოგიის საკითხებისადმი ინტერესი მოქალაქეთა აქტიურობამ გამოიწვია.