ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე ე.წ ჩინელების მაღაზიიდან ერთი წყვილი ფეხსაცმელი მოიპარეს.
როგორც ობიექტზე დასაქმებულები ამბობენ, 15 ლარამდე ღირებულის ნივთი ორმა არასრულწლოვანმა მოიპარა.
სავაჭრო ობიექტის მეპატრონეებმა საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.