სარეაბილიტაციო მონაკვეთი ჭიათურის
მუნიციპალიტეტში მდებარეობს. აღნიშნული გზა იწყება ჭიათურიდან და გადის ორ სოფელს შუქრუთისა და პერევისას.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,ამ დროისათვის, მიმდინარეობს ასფალტ-ბეტონის მოწყობა, საფუძვლის მოწყობა. ასევე, კიუვეტებისა და გაბიონების მოწყობა. აღნიშნული გზის რეაბილიტაცია 80-იანი წლების შემდეგ არ მომხდარა. გზის ასფალტ-ბეტონის საფარი ძლიერ დაზიანებული და ზოგიერთ მონაკვეთზე ფრაგმენტულად იყო შემორჩენილი, რაც ვერ უზრუნველყოფდა ტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.
გზით სარგებლობენ მადნეულის გადამამუშავებელი ქარხნები, ასევე გზის მიმდებარე ტერიტორიებზე მდებარე სოფლების მაცხოვრებლები.
პროექტის შესაბამისად განხორციელდება: ხელოვნური ნაგებობების, მილების, კიუვეტების, გაბიონების, საფუძვლისა და ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა, აგრეთვე მოეწყობა ავტობუსის გასაჩერებელი მოედნები, ავტოპავილიონები, ეზოში შესასვლელები, მიერთებები, საგზაო ნიშნები და გზის შემოფარგვლა.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 4 573 700 ლარია. პროექტის ფარგლებში 70 ადამიანია დასაქმებული. სამუშაოები 2017 წლის აგვისტოში დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.