თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის მიმდებარედ, ყოფილი რუსული სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, განაღმვითი სამუშაოები დასრულდა.
სამუშაოების დასრულების ღონისძიებას იაპონიის ელჩი, ამერიკის საელჩოსა და იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აღნიშნულ ტერიტორიაზე ნაგავსაყრელი შენდება, რომელიც 700 000 მოქალაქეს მოემსახურება. პროექტის სრული საინვესტიციო ღირებულება 26 მლნ ევროს შეადგენს, რომლის განხორციელება 2015 წელს დაიწყო და ვარაუდობენ, რომ 2019 წლისთვის დასრულდება.