ნიკეას ქუჩაზე საძოვრის ფუნქციით დატვირთულ
უსაფრთხოების კუნძლის ფოტოს მოქალაქე მაკა ქარაზინაშვილი სოციალური ქსელით ავრცელებს.
ქალაქის მასშტაბით აღმოჩენილ უმეთვალყურეოდ დარჩენილ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე ზედამხედველობა ააიპ “სპეციალურ სერვისებს” ევალება.როგორც “სპეციალურ სერვისებში” აცხადებენ, პირუტყვს ახლომდებარე ფერმიდან რეკავენ და ეს პირველი შემთხვევა არაა. “სპეციალურმა სერვისებმა” ნიკეას ქუჩიდან რამდენიმე პირუტყვი საჯარიმო სადგომზე გადაიყვანა.