ნავენახევის მღვიმეში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლებსაც დაცული ტერიტორიების სააგენტო ახორციელებს.
multicat=36
როგორც სააგენტოს თავმჯდომარე, დავით მარკოზაშვილი განმარტავს, მოეწყობა ვიზიტორთა ცენტრი, მოსაცდელი, რეაბილიტირდება თავად მღვიმე და დამონტაჟდება განათების სისტემა.
მღვიმის მოწყობაში 970 ათასი ლარი დაიხარჯება. სავარაუდოდ, რეაბილიტირებული მღვიმე მომავალი წლის დასაწყისში გაიხსნება.