თერჯოლის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში არსებული კინოთეატრი რეაბილიტირდება.
მათივე განმარტებით, კინოთეატრი ამორტიზირებულია და აღდგენით სამუშაოებს საჭიროებს.
რეაბილიტაცია ეტაპობრივად განხორციელდება. პირველ ეტაპზე კი, 500 ათასი ლარის სამუშაოები იგეგმება.
კინოთეარტი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში 2015 წელს გადავიდა.