სტუდენტებისათვის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ტელეკომუნიკაციების დარგში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს ტელეკომუნიკაციების ომბუცმენმა, თამთა ტეფნაძემ სტუდენტებს მომხმარებელთა უფლებები და საზოგადოებრივი დამცველის ფუნქციები გააცნო.
“ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირება, რადგან მომხმარებელთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება,”-განაცხადა ტეფნაძემ.
ომბუცმენის განმარტებით, უმეტესად, მომხმარებლები მომსახურების ხარისხსა და არასწორად დარიცხულ გადასახადს აპროტესტებენ. ტეფნაძის თქმით, საზოგადოებრივი დამცველი მომხმარებლის წარმომადგენელი და მისი ინტერესების გამტარებელი უსასყიდლოდ ხდება.
ბიზნესის, სამართლისა და სოც. მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტის, იზაბელ მოდებაძის თქმით, შეხვედრა ინფორმაციული აღმოჩნდა, რადგან სტუდენტთა უმეტესობას ტელეკომუნიკაციების ომბუცმენის არსებობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.
საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს 20 უნივერისტეტში ეტაპობრივად გაიმართება.