“პროგრამებში მსოფლიო ლიდერები და ნობელის პრემიის ლაურეატები მონაწილეობდნენ,”
– ქუთაისელი სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები და ლექტორები აშშ-ს მთავრობის მიერ დაფინანსებულ გაცვლით პროგრამებს გაეცვნენ.
საქართველოში ამერიკის საელჩოს განათლებისა და გაცვლითი პროფესიული პროგრამების კოორდინატორის გიორგი გაბუნიას განმარტებით, ქართველ სტუდენტებს აშშ-ში 20-მდე უფასო სასწავლო პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ, რომელიც ყველა მიმართულებას მოიცავს.
“ხვალ იწყება UGRAD-ის გაცვლითი პროგრამა, რომელიც ბაკალავრიატის სტუდენტებისთვისაა. ეს შესაძლებლობა საუკეთესოა ქუთაისელი სტუდენტებისათვის, რადგან ყველა პროგრამა სრულადაა დაფინანსებული. დაფარულია მგზავრობის, ცხოვრების, სწავლის საფასური,”-განაცხადა გიორგი გაბუნიამ.
გარდა სტუდენტებისა, პროგრამებში ლექტორები და მკვლევარები არიან ჩართული. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკული და ინგლისური ლიტერატურის მიმართულების პროფესორმა ირაკლი ცხვედიანმა მონაწილეობა Fulbright-ის პროგრამაში მიიღო მონაწილეობა.
“პროგრამა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და მაღალანაზღაურებადია. ვახორციელებდი სამეცნიერო-კვლევით პროექტს, რვა თვის განმავლობაში, სანტა-კრუსში, კალიფორნიის უნივერისტეტში,”-განაცხადა ცხვედიანმა.
აშშ-ს მთავრობის მიერ დაფინანსებული პროგრამები ერთი სასწავლო სემესტრი ან მაქსიმუმ ორი წელი გრძელდება.