“ევროპა ჩვენი სახლია”- ადგილობრივი დემოკრატიის
სააგენტო საქართველოში მიმდინარე კამპანიას შეუერთდა. სააგენტომ, ქუთაისელი ახალგაზდებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებისათვის, საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
“ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა იცოდეს, თუ რა წესები მოქმედებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით. გვინდა, ნაკლები პრობლემები შეიქნას და ქვეყანამ კარგი იმიჯი შეინარჩუნოს,”-განაცხადა ორგანიზაციის წარმომადგენელმა მაკა ცერცვაძემ.
ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლასა და არადოკუმენტირებულ დეპორტაციასთან დაკავშირებით, ახალგაზრდება ვიდეორგოლები ნახეს, არსებული რეგულაციების შესახებაც ისაუბრეს.
“ჩემთვის, როგორც ევროპაში მომავალი მიგზაურისათვის, თემა საინტერესო იყო. გავიგე, თუ როგორ უნდა ვიმოგზაურო მარტივად,”-განაცხადა აკაკი გურგენიძემ.
ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს წარმომადგენლებმა უცხოეთში სწავლის მსურველებს რჩევებიც მისცეს.