“როგორია დედობა, როგორც ინსტიტუტი
და რამდენად ჰგავს ის დედების რეალურ გამოცდილებას?-” ჰაინრიხ ბიოლის ფონდმა ქუთაისში საჯარო დისკუსია გამართა.
შეხვედრაზე- “დედობა, როგორც პოლიტიკური აქტი”, გენდერის მკვლევარმა თამთა თათარაშვილმა დედობის ცნების ფემინიატურ გააზრებაზე ისაუბრა.
“წარმოვადგენ პროექტს- “ფემინისტი დედის დღიურები”, რომელიც საჯარო დისკუსიის დაწყებას ემსახურება იმ ადამინებს შორის, ვინც თვლის რომ დედობა არა ოჯახურ ჩარჩოში ჩაკეტილი პრაქტიკა, არამედ სოციალური ფენომენია,”- განაცხადა თამთა თათარაშვილმა.
“ჰაინრიხ ბიოლის ფონდის” ქუთაისის კოორდინატორის ქეთევან ბერძენიშვილის განმარტებით, შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ადგილო დაეთმო სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები დედების გამოცდილებისა და ფემინისტი ქალების ხედვების გაზიარებას.
ქუთაისის “ჩაის სახლში” გამართულ შეხვედრას მრავალშვილიანი და მომავალი დედები, გენდერის თემით დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.