29 ოქტომბერს საჩხერის მუნიციპალიტეტში “საჩხერლობა 2017” აღინიშნება. გთავაზობთ სახალხო დღესასწაულის პროგრამას.

1.10.00–11.30 – სხვიტორი:

აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმის საექსპოზიციო დარბაზის გახსნა;

ნორჩ მხატვართა გამოფენა.

11.30 –12 .30 – საჩხერე, თავისუფლების ქუჩა:

მუხრან მაჭავარიანის ბიუსტის შემკობა;

მსვლელობა მუხრანის სკვერიდან ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების შემოქმედების ფონზე;

მხატვარ რამაზ ხვედელიძის პერსონალური გამოფენა – ,,მამის კვალზე” – კულტურის ცენრტში;

ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას მონუმენტის შემკობა.

13.00 – 15.00 – არგვეთი:

ლიტერატურული კომპოზიცია არგვეთის საჯარო სკოლაში ,,ხალხის წინაშე მე ვიქნები მუდამ მართალი”;

არგვეთი–შალაურის საავტომობილო გზის გახსნა;

პაოლო იაშვილის სახლ–მუზეუმზე მემორიალური დაფის გახსნა;

პაოლოს ცხოვრების ამსახველი ფოტო–გამოფენა;

ლიტერატურული კომპოზიცია ,,მაგიდა ჩემი პარნასი “;

15.30 – 19.00 – საჩხერე, რკინიგზის მოედანი:

აკაკი წერეთლის ძეგლის პატივგება;

პაოლოს სკვერის გახსნა;

პერფორმანსი სპექტაკლიდან ,,ფერადი ბუშტები” (საჩხერის თეატრი ,,პაოლო”);

დეკლამატორთა კონკურსის – ,,მაგიდა ჩემი პარნასი” გამარჯვებულთა დაჯილდოვება;

შემოდგომის ზეიმი საბავშვო ბაღების მონაწილეობით;

მუნიციპალური ეთნო კუთხეების დათვალიერება, საბავშვო ატრაქციონები, წიგნების გამოფენა–გაყიდვა, სამოყვარულო ჩემპიონატები ნარდში, მკლავჭიდში;

საპატიო მოქალაქეების არჩევის ცერემონიალი;

საზეიმო კონცერტი;

ფოიერვერკი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *