საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, მინისტრის მოადგილემ მამუკა ცოტნიაშვილმა და იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, კერძო კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად, ხონის ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილ ოჯახს მე-10 შვილის შეძენა მიულოცეს.
პირველების სოციალურად დაუცველ ოჯახში მე-10 ბავშვის დაბადების შესახებ ინფორმაცია სამინისტრომ გაავრცელა, რის შემდეგაც კერძო კომპანიებმა დევნილების დახმარების სურვილი გამოთქვეს.
საქველმოქმედო ფონდმა “გორმედმა” პირველების ოჯახს 10 პირზე გათვლილი “ფიატის” მარკის მიკროავტობუსი გადასცა. ბავშვების მამის თქმით, მანქანა მათთვის მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იქნება და ოჯახს მცირე მეწარმეობის დაწყებასა და შემოსავლის წყაროს გაჩენაშიც დაეხმარება.
დევნილმა ოჯახმა მანქანასთან ერთად, კომპანია “გალფისგან” 1000 ლიტრი საწვავის ვაუჩერიც მიიღო საჩუქრად. “ელიტ ელექტრონიქსის” გადაწყვეტილებით კი, პირველებს საოჯახო ტექნიკის სრული პაკეტი გადაეცათ.
მომავალში, კომპანია “გალფი” დევნილ ოჯახს პირველი სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად დაუფინანსებს.